პაციენტი გაბრაზებული და აფორიაქებული დამხვდა, ყველას ვთხოვ, 3 ადამიანზე მეტი არ შევიდეს მასთან - ექიმი სააკაშვილზე

26 ნოემბერი 2021, 16:32 848 ნახვა

"შიმშილობის შემდგომი პერიოდის 99% უკვე გავლილი გვაქვს. გავიარეთ მშვიდად, ყველანაირი ექსცესების გარეშე. ამიტომაც ვმუშაობდით ამდენი სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ერთად" - ამის შესახებ  სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა, ელენე გიორგაძემ განაცხადა.

ექიმმა პაციენტის ახლობლებს თხოვნით მიმართა, რომ დღის განმავლობაში, მიხეილ სააკაშვილთან სამზე მეტი მნახველი არ შევიდეს.

" პაციენტი მე დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული, მაგრამ  არ ვიცი რატომ. პაციენტს, რომელსაც ანერვიულებენ არ ვიცი ტელევიზორით თუ რით, ეს ჩემი პრობლემა არ არის. ბუნებრივია, როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზდები. მე ყველას ვთხოვე - მის იურისტებს, ამხანაგებსაც, ოჯახის წევრებსაც, რომ ორი კვირა დამაცადონ, რომ ეს ადამიანი დავაყენო ფეხზე. თუ ამ ადამიანზე მართლა ზრუნავთ და ზრუნავთ მის სიცოცხლეზე, ცოტა დრო, ორი კვირა მოგვეცით ექიმებს, რომ გამოვიყვანოთ ბოლომდე ამ მდგომარეობიდან. თვითონ პაციენტი არაჩვეულებრივად მოგვყვება ექიმებს.

ჩვენც ვთხოვეთ, რომ სამ ვიზიტორზე მეტი დღეში არ იყოს და რომელი ვიზიტორი იქნება და ვინ შევა მასთან, ეს უკვე ექიმის გადასაწყვეტი არ არის. როდესაც რომელიმე ვიზიტორი შედის და მასთან ხანგრძლივად რჩება, მერე, ადამიანი, რომელიც შიმშილიდან გამოდის და ახლა იწყებს ადეკვატურ და ნორმალურ კვებას, იღლება, რამე არის გასაკვირი ამაში?! ანალიზები სწორდება ნელნელა. დღესაც, ორი პარამეტრი ისე გამოსწორდა, რომ გარკვეული პრეპარატი, რომელსაც ვაძლევდით, უკვე ვხსნით"- განაცხადა ელენე გიორგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში