მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ ორშაბათს სასამართლო პროცესს დაესწროს - გიული ალასანია

26 ნოემბერი 2021, 19:32 699 ნახვა

მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ დაესწრება 29 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომას - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მხრივ გაუმჯობესება შეიმჩნევა, თუმცა სისუსტე მაინც აქვს.

"მის სამედიცინო მდგომარეობას მე ვერ შევაფასებ. მომეჩვენა, თითქოს ოდნავ არის გაუმჯობესება, მაგრამ თვითონ მითხრა, დილიდან ძალიან მაქანავებდაო. ოთახი არის პატარა, ძირითადად წევს ან ზის. მანძილი არ არის, რომ შევაფასო, როგორ დადის. ჩვეულებრივად ვლაპარაკობთ და არის მოლოდინში. როგორი უნდა ჰქონდეს განწყობა, როცა გამოკეტილი ხარ ადამიანი. რა თქმა უნდა, შესაბამისი განწყობა აქვს იმასაც და ჩვენც, ყველას. მირჩევნია, უფრო თავისუფალ გარემოში იყოს. გამოკეტილ სივრცეში ყოფნა არის ფსიქოლოგიური ტრავმა. სჯობს, თუ ეს ფსიქოლოგიური წნეხი არ იქნება

იმედი აქვს, დაესწრება. იმედი კი არა, სურვილი აქვს, დაესწროს. თვითონ დარწმუნებულია, შეძლებს და მეც ვფიქრობ, რომ შეძლებს“, - განაცხადა გიული ალასანიამ. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა დანიშნული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში