დეპუტატები გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლას შეუფერხებლად შეძლებენ - კუჭავა

27 ნოემბერი 2021, 12:20 1163 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც დეპუტატებს შესაძლებლობას მისცემს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევიდნენ.

კახა კუჭავას განმარტებით, მისი უფლებამოსილება ეხება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებს და რადგან გორის ჰოსპიტალი არ წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებას, ამ შემთხვევაში, მოხდა გარკვეული დროით შეფერხება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში