ტაქსიში თამბაქოს მოწევა იკრძალება

27 ნოემბერი 2021, 15:15 2531 ნახვა

ტაქსში თამბაქოს მოწევა იკრძალება. თამბაქოს მოწევა აიკრძალება ავტომობილშიც, თუკი ავტომობილით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება. თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდება, როგორიცაა კატერი.

 ამასთან დაკავშირებით "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.ამ მიმართულებით შემოდის ადმინისტრაციული ჯარიმები. კერძოდ, წესდება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით ტაქსის და კატერის, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისა და ასევე, ამ მოთხოვნის აღკვეთლობისთვის.

წესდება ჯარიმები მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში არასრულწლოვნის გადაყვანისას - ჯარიმა განსაზღვრულია 50 ლარის ოდენობით. კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებასაც აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში