ფრანგმა მეთევზეებმა ბრიტანულ გემებს რამდენიმე პორტში შესვლა დროებით აუკრძალეს

27 ნოემბერი 2021, 18:00 866 ნახვა

ბრიტანულ გემებს რამდენიმე პორტში შესვლა ფრანგმა მეთევზეებმა დროებით აუკრძალეს. ფრანგი მეთევზეები ამ გზით დიდი ბრიტანეთის მიერ თევზჭერის ლიცენზიების გაცემის შეზღუდვას აპროტესტებენ.

ფრანგი მეთევზეები ამტკიცებენ, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა უსამართლოდ იქცევა, რადგან ლონდონს კვლავ აქვს წვდომა საერთო ევროპულ ბაზართან, მათ კი ბრიტანეთის აკვატორიაში თევზჭერის უფლება ჩამოართვეს. ევროკომისია ლონდონს და პარიზს, უთანხმოების დროულად მოგვარებისკენ მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში