ლაშა შავდათუაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ბრინჯაოს მედალის მფლობელია

27 ნოემბერი 2021, 18:24 1585 ნახვა

ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

73 კგ. წონით კატეგორიაში ქართველმა სლოვენიელ მარტინ ჰოჯაკს დამატებით დროში აჯობა და მესამე ადგილი დაიკავა.

ლაშა პირველი წრიდან თავისუფალი იყო , მეორე რაუნდში მოლდოველ ადილ ოსმანოვს მოუგო.

მეოთხედფინალში შავდათუაშვილი რუს კაზბეკ ნაგუჩევს დაუპირისპირდა, რომელსაც ასევე აჯობა და ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში ლაშა უზბეკ ხიკმატილოხ ტურაევთან დამარცხდა.

ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია ვისაც სამივე ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ოქროს მედლები აქვს მოპოვებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში