ოზურგეთში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი მოიწამლა

28 ნოემბერი 2021, 12:18 960 ნახვა

ოზურგეთში ოთხი ადამიანი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით მოიწამლა. 3 ქალი და 1 მცირეწლოვანი ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” შეიყვანეს.

ექიმის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში 51 წლის, 69 და 78 წლის ქალები არიან მოთავსებული და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება მცირეწლოვანს, სამი წლის ბავშვი პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობდა, მას ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია. ექიმის ცნობით, მცირეწლოვანი დღეს კლინიკიდან გაწერეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში