ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება

28 ნოემბერი 2021, 12:05 8002 ნახვა

ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასასვლელად მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით გუშინ ღამით საგანგებო განცხადება გააკეთა.

სოფიო ლაზიშვილი ამბობს, რომ საკუთარ მანდარინის პლანტაციაში ბათუმის ბულვარის თანამშრომლები ნამდვილად ამუშავა, თუმცა დამატებითი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.

ლაზიშვილი ირწმუნება, რომ მას სამსახურებრივი რესურსი არ გამოუყენებია და შვებულებაში მყოფი თანამშრომლები ფულადი ანაზღაურებით დაასაქმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში