დაესწრება თუ არა სააკაშვილი სასამართლო პროცესს ჯერჯერობით უცნობია

28 ნოემბერი 2021, 18:05 1045 ნახვა

ხვალ 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. დაესწრება თუ არა ყოფილი პრეზიდენტი პროცესს  ჯერჯერობით უცნობია, ექიმები მასთან უკვე სამი საათია იმყოფებიან და ანალიზებს ეცნობიან, გორის ჰოსპიტალში შესვლამდე მცირე განცხადებით შემოიფარგლა ნიკოლოზ ყიფშიძე.

განაცხადა, რომ  ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანა სასამართლოზე და პროცესზე დასწრება ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე  შესაძლებელია.წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორის განცხადებით კი პაციენტს აღენიშნება პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში