მიწისძვრა პერუში

28 ნოემბერი 2021, 18:37 2438 ნახვა

პერუში, ქალაქ ბარანკა-დე-უპიადან 40 კილომეტრში, 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას როიტერსი აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.მიწისძვრის შედეგად დაშავებულების და ნგრევის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა. 

ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურმა ცენტრმა "ტვიტერზე" განაცხადა, რომ მიწისძვრა ამაზონის ტროპიკული ტყეების იშვიათად დასახლებულ რეგიონში მოხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში