თამბაქოს მოწევის აკრძალვა ტაქსიში

28 ნოემბერი 2021, 17:30 1658 ნახვა

ტაქსებში თამბაქოს მოწევა შეიძლება აიკრძალოს. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიცირებით დეპუტატთა ჯგუფი ხვალინდელ  ბიუროს  სხდომაზე წარსდგება. თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდება, როგორიცაა კატერი.

ტაქსისა და კატერისთვის ჯარიმა განსაზღვრული იქნება 200 ლარის ოდენობით, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის.

ცვლილებებით ასევე იგეგმება თამბაქოს მოწევის აკრძალვა ავტომობილშიც, თუ ავტომობილით არასრულწლოვნის გადაყვანა ხდება. ამ შემთხვევაში ჯარიმა 50 ლარი იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში