დეკემბერში პარლამენტს ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციის შესახებ კანონპროექტს წარვუდგენთ - პრემიერი 

29 ნოემბერი 2021, 11:16 713 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დეკემბერში პარლამენტს წარუდგენენ ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციის შესახებ კანონპროექტს. 

„დაპირებისამებრ აქტიურად ვმუშაობთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციაზე. ფარმაცევტული ბაზრის შესაბამისი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილი იქნება პარლამენტში დეკემბერში. ასეთია ჩვენ სურვილი და რა თქმა უნდა, ინტენსიურად ვიმუშავებთ პარლამენტთან ამ საკითხზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში