თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ხმაური და დაპირისპირებაა - პოლიციამ სავარაუდოდ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა

29 ნოემბერი 2021, 11:32 1254 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს, ხმაური იყო. დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობენ.

სამოქალაქო აქტივისტი ბესიკ თამლიანი იმყოფებოდა ჯიხურის სახურავზე,  ჰქონდა გადმოფენილი ბანერი ''თავისუფლება მიშას'', ასევე საქართველოს და უკრაინის დროშები. სამართალდამცველებმა მისი ჩამოყვანა სცადეს, რაც დროსაც დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ მოგვიანებით აქტივისტი ტერიტორიიდან გაიყვანა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.  აქციის რამდენიმე მონაწილემ პოლიციის მიმართულებით ბოთლები ისროლა.

სამართალდამცველებმა რამდენიმე ოპერატორიც, რომელიც სასამართლოს ეზოსთან არსებულ ბეტონის ღობეზე ავიდა, ჩამოიყვანეს. პოლიციელების მხრიდან ოპერატორების ჩამოყვანას ადგილზე შეკრებილი საზოგადოებისგან უკმაყოფილება მოჰყვა.

ადგილზე იმყოფებიან მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებიც. სასამართლოს მიმდებარე ტორიტორიაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში