მოხარულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა - კელი დეგნანი 

29 ნოემბერი 2021, 11:31 734 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება. კელი დეგნანის თქმით, მოხარულია, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს სურვილისამებრ დაესწროს სასამართლო პროცესს.

ელჩი იმედოვნებს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად იმოქმედებენ.

„მოხარულები ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და მას საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება მიეცა. შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, ითხოვდნენ მის დასწრებას სასამართლო სხდომაზე, რაც მისი უფლებაა. ეს ასევე გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით“, - აღნიშნა ელჩმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში