ჯანმო - ჯერ-ჯერობით უცნობია, არის თუ არა “ომიკრონი“ სხვა ვარიანტებთან შედარებით უფრო გადამდები

29 ნოემბერი 2021, 10:04 899 ნახვა

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა “ომიკრონი“ სხვა ვარიანტებთან, მათ შორის “დელტა“ ვარიანტთან შედარებით უფრო გადამდები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, მაგრამ მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები იმის დასადგენად, ამის მიზეზი „ომიკრონია“ თუ სხვა ფაქტორები.

ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ უცნობია ისიც, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ უფრო მძიმე დაავადებას სხვა ვარიანტებთან, მათ შორის „დელტასთან“ შედარებით.

წინასწარი მონაცემებით ვარაუდობენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ჰოსპიტალიზაციის მზარდი მაჩვენებელია, მაგრამ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის გაზრდით და არა კონკრეტულად „ომიკრონითდაინფიცირებით“, – აცხადებენ მსოფლიო ეპიდემიოლოგები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში