ტყიბულში მიწის ჩამოშლის შედეგად დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

29 ნოემბერი 2021, 10:56 678 ნახვა

კაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. მას გულ-მკერდის და ფილტვების დაჟეჟილობა ჰქონდა.

ექიმების თქმით, მდგომარეობა კრიტიკული იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ტყიბულში ღია კარიერი ორი დღის წინ ჩამოინგრა. მიწის მასაში ორი ადამიანი მოჰყვა. ერთი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, მეორე კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოათავსეს.

მომხდარზე გამოძიება სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს შესრულებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში