საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო

29 ნოემბერი 2021, 12:10 1218 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს ესწრება.

პირდაპირი ეთერი ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ფეისბუქზე ჩართო, კადრებში ჩანდა მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილ სივრცეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.

უფლებადამცველს მოსამართლემ პირდაპირი ტრანსლირების შეწყვეტა მოსთხოვა.

ბექა ბასილაიამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, ყველა მედიასაშუალებას მიეცეს სასამართლო სხდომაზე დასწრებისა და სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემის შესაძლებლობა.

პროცესს  მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი ესწრება.

სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გორის ჰოსპიტლიდან, დილით, დაახლოებით 10:00 საათზე გადაიყვანეს. პენიტენციური სამსახურის მანქანას თან მოჰყვებოდა პოლიციის ესკორტი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში