მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე

29 ნოემბერი 2021, 15:27 1085 ნახვა

„არ მოგენატრათ ქვეყნის განვითარების ტემპი და „დრაივი“? - თუ კი მაშინ ის, რაც ახლა ხდება, ერთად უნდა დავასრულოთ“ - ასე დაიწყო ექსპრეზიდენტმა საკუთარი მიმართვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ქვეყანაში ჩამოსვლის მიზეზებზე, ციხეში ყოფნასა და მის ბრალდებებზე.

საქმის პროკურორმა მიხეილ სააკაშვილს სიტყვა გააწყვეტინა და უთხრა, რომ ის სასამართლოში არა როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც ბრალდებული იმყოფება.

ამ განცხადების გამო ჯარჯი წიკლაურს ექსპრეზიდენტის ადვოკატები დაუპირისპირდნენ.  ბრალდებულის სკამიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ვრცელია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში