ზურაბ ზვიადაური წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა 

29 ნოემბერი 2021, 14:58 1193 ნახვა

თელავის რაიონულმა სასამართლომ დაკავებული ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური და კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

სასამართლომ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს იმსჯელა.

პატიმრობაში მყოფი ზვიადაურისათვის დაცვის მხარე 50 ათას ლარიან, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილისათვის 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. ბრალდების მხარე, ორივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

შემთხვევა, სოფელ წინანდლის ტყეში მიმდინარე წლის 16 აგვისტოს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა 5 პირი, მათ შორის 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ყოფილი დეპუტატის და ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიად ზვიადაური იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში