რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული - ესქპრეზიდენტი 

29 ნოემბერი 2021, 15:04 817 ნახვა

რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

სააკაშვილის განმარტებით, მას რომ დაცლოდა, ლაზიკა უკვე აშენებული იქნებოდა. 

„ეს იყო ქვეყანა, რომელიც ახალ ქალაქებს აშენებდა. რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული, რომ დამცლოდა, ლაზიკა უკვე აშენებული იქნებოდა და შავი ზღვის ყველაზე ბრწყინვალე პორტი იქნებოდა. ქუთაისი პრაქტიკულად ახალ ქალაქად იქცა. ჩემი კონცეფცია იყო ის, რომ რეგიონები უნდა განვითარებულიყო. ქუთაისელები უნდა ამაყობდნენ იმით, რომ ძალიან მაგარ ქალაქში ცხოვრობენ და არა ჩამორჩენილ ადგილზე, რომელიც პრაქტიკულად, სოფლად აქციეს. პარლამენტში ძროხები ძოვენ. იმიტომ გადავიტანეთ იქ პარლამენტი, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლო გადავიტანეთ, ლაზიკაში უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავარი ფინანსური ცენტრი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეკონომიკა ძლიერი იყო. დღეს კი საქართველო არის კოვიდის სიკვდილიანობით პირველი. 

„ეს ტრაგედია ვითარდება იმ ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს, დიდი ხნის განმავლობაში იყო მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი "მსოფლიო ბანკის" მონაცემებით, დღეს ჩვენ ვართ კოვიდის სიკვდილიანობით პირველი, ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკური რეფორმატორი, ჩვენ ვიყავით მსოფლიოში ყველაზე მზარდი ეკონომიკური ქვეყანა. 4-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა ჩემი პრეზიდენტობის დროს. საქართველომ ბოლო 9 წელი მთლიანად გადაყარა. ომის, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში ეროვნული დოვლათი გაიზარდა 4-ჯერ. საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა 12-ჯერ, ხელფასები და პენსიები 10-ჯერ“,- განაცხადა სააკაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში