სტამბოლში სტიქიამ 2 ადამიანი იმსხვერპლა

29 ნოემბერი 2021, 18:39 1297 ნახვა

სტამბოლში ძლიერი ქარიშხლის გამო სახურავის ჩამონგრევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ძლიერი ქარი თურქეთის დასავლეთ რეგიონში დღის ბოლომდე შენარჩუნდება.  სტიქიის გამო ბევრ  პროვინციაში ქარიშხალმა სახლებს სახურავები გადახადა. სტამბოლში საათიანი კოშკი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო ბოსფორის სრუტეში გემების მოძრაობა შეჩერებულია. ასევე შეფერხებულია საჰაერო მიმოსვლა. თურქული ავიახაზების თვითმფრინავები ძლიერი ქარის გამო სტამბოლის აეროპორტის ნაცვლად ანკარისა და იზმირის აეროპორტებში დაეშვნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში