თურქეთში, ქარიშხლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა 38 კი დაშავდა

29 ნოემბერი 2021, 21:14 5918 ნახვა

სტამბოლში ქარიშხლის შედეგად ოთხი დაიღუპა და 38 დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნი წინ გაავრცელა.

მათივე ცნობით, დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აღენიშნებათ.

ქარიშხალმა თურქეთის რამდენიმე პროვინცია დააზარალა, განსაკუთრებით ეგეოსისა და მარმარილოს ზღვების რეგიონები. ქარიშხლის გამო ბოსფორის სრუტეში გემების მიმოსვლა დროებით შეწყდა, ამავე მიზეზით კი სტამბოლის აეროპორტმა რამდენიმე რეისის მიღება ვერ შეძლო.

არსებული ცნობით, სტამბოლში ქარიშხლის სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში