აჭარაში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

30 ნოემბერი 2021, 10:37 1158 ნახვა

30 ნოემბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 240 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 362 საიდანაც: 6 554 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორი აჭარაში - 510, მძიმე პაციენტია 121, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება  38 ადამიანი.

1 135 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 693 - თბილისში, 241 - აჭარაში. 37 673 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 494 ადამიანი.

გუშინ საქართველოში 53 854 ტესტი ჩატარდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში