აშშ-ში „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ 18 წლის ასაკიდან ყველა მოქალაქეს მოუწოდებენ

30 ნოემბერი 2021, 10:59 665 ნახვა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. „ბუსტერ“ დოზით 18 წლის ასაკიდან ყველა მოქალაქე უნდა აიცრას.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება, რომელმაც მოსახლეობას ახალი „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების პრევენციის მიზნით ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში