მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 262 მილიონს გადააჭარბა

30 ნოემბერი 2021, 10:11 870 ნახვა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 262 მილიონს გადააჭარბა. კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 236 მილიონს აჭარბებს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 20.2 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 49.3 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.5 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოჰყვებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში