რიგაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

30 ნოემბერი 2021, 10:01 857 ნახვა

რიგაში დღეს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ალიანსის ორდღიან მინისტერიალზე მიწვეული არიან საქართველო და უკრაინა.

როგორც მინისტერიალამდე რამდენიმე დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, შეხვედრაზე დიპლომატები იმსჯელებენ რუსეთის მიერ უკრაინაში და უკრაინის გარშემო სამხედრო ძალის მობილიზების საკითხზე, ასევე განიხილავენ ბელარუსის საზღვართან არსებულ მდგომარეობას და ავღანეთის საკითხს.

სტოლტენბერგის განცხადებით, რიგაში ნატო-ს წევრები საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ისაუბრებენ შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებასა და რეფორმების საკითხზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში