მოიჯარეები ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან - თორნიკე რიჟვაძე 

30 ნოემბერი 2021, 12:29 1464 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მოიჯარეები ერთი წლის საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, კომპანიები, რომლებსაც ხელშკრულება აქვთ გაფორმებული სამინისტროებთან, ერთწლიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ. 

''ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება კერძო სექტორის, ბიზნესის მხარდაჭერა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებთან, მთავრობასთან ისარგებლებენ დამატებით ერთ წლიანი საშეღავათო პერიოდით. ეს გამოწვეულია პანდემიური ეფექტით, რომელიც როგორც ქვეყანაში, ასევე გლობალურად ჯერ კიდევ რჩება აქტუალური.

ასევე დამატებით ერთი წლის საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან მოიჯარეები'' - განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში