ხვალიდან ამოქმედდება ''მწვანე პასპორტები'', მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორმა სათანადოდ მომზადება შეძლოს - თორნიკე რიჟვაძე

30 ნოემბერი 2021, 12:38 867 ნახვა

ხვალიდან ამოქმედდება მწვანე პასპორტების კონცეფცია, მნიშვნელოვანია როგორც პასპორტით მოსარგებლე პირებმა, ასევე სექტორმა შეძლოს ჯეროვნად მომზადება - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ხვალიდან ამოქმედდება ე.წ მწვანე პასპორტების კონცეფცია და მნიშვნელოვანია, რომ როგორც პასპორტით მოსარგებლე პირებმა, ასევე სექტორმა შეძლონ ჯეროვნად მომზადება.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მათ შორის საახალწლო ღონისძიებების მასპინძლობა და ამ კუთხითაც გაგრძელდება მუშაობა.

"კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით მუშაობა არ შენელდება.

აჭარა არის ერთ-ერთი მოწინავე რეგიონი აცრების კუთხით, თუმცა რა თქმა უნდა ბოლო პერიოდში, ახალი შტამის გავრცელებასთან ერთად მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება. ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ აცრაზე ხელმისაწვდომობა იყოს მაქსიმალურად გაფართოებული"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში