თურქეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი იზრდება

30 ნოემბერი 2021, 14:18 805 ნახვა

სტამბოლსა და თურქეთის ჩრდილო-დასავლეთის რიგ პროვინციაში  ძლიერი ქარის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა. სტამბოლში სტიქიამ 4 ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულია 38. მათ სხეულის სხვადასხვა სახის ტრავმები  ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული  სახურავების ნამტრევების  შედეგდად მიიღეს.  ქარის სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევდა.

კოჯაელის პროვინციაში ერთი ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა ასევე სახურავების ჩამოშლის შედეგად. ზონგულდაქის პროვინციაში სტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიის გამო, ბოსფორის სრუტეში გემების მიმოსვლა დროებით შეწყდა, სტამბოლის აეროპორტში კი ავიარეისები გადაიდო. 

ბოსფორიდან ძლიერმა ქარიშხალმა ყირიმში გადაინაცვლა. უამინდობის გამო ელექტროენერგიის გარეშე 12 ათასი ადამიანია დარჩენილი, ქუჩები მოგლეჯილი ხეებით არის ჩახერგილი, დაზიანებულია სახლების სახურავები და  ათობით ავტომობილი. არიან დაშავებულებიც.  ქალაქ იალტასთან ერთი გემი ჩაიძირა, 4 კი ღუზას მოსწყდა.  უამინდობის გამო ქერჩის სრუტეში ნაოსნობა შეჩერებულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში