ქართველი კარატისტების წარმატება სომხეთში

30 ნოემბერი 2021, 20:33 1408 ნახვა

7 ოქროს მედალი, ასეთია ქართველ სპორტსმენთა  მონაგარი სომხეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კონტაქტურ კარატეში. შეჯიბრებაში სომხეთის, საქართველოსა და ირანის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირი როგორც უმცროსი ასაკის, ასევე ჭაბუკთა შორისაც გაიმართა. საქართველოს ნაკრების ღირსებას ბათუმის სასპორტო სკოლის მოსწავლეები იცავდნენ. ლევან ცინცაძის შეგირდების ანგარიშზე ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. ტურნირის ჩემპიონები ანრი მსხალაძე და თამაზ არძენაძე გახდნენ, ვერცხლი გრიოგორ ბერიძემ და ლუკა სურმანიძემ ირგუნეს, ბრინჯაო კი გარიკ ასლანიანის ანგარიშზეა. ხვალ საქართველოს ნაკრები ლიეტუვაში მიემგზავრება, სადაც ევროპის თასზე იასპარეზებს, რომელიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირია. ნაკრების ოთხკაციან შემადგენლობაში სამი სპორტსმენი ბათუმიდანაა. ქვეყნის ღირსებას ევროპის თასზე მინდია მგელაძე, დავით მსხალაძე და დათა ფუტკარაძე დაიცავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში