ჯანმო არავაქცინირებულებსა და რისკჯგუფებში შემავალ პირებს სადღესასწაულო დღეებში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

01 დეკემბერი 2021, 10:18 797 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე სადღესასწაულო სეზონზე საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავენ, რეკომენდაციებით მიმართავს.

ჯანმო მანამ, სანამ კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ ვარიანტის შესახებ სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს​არავაქცინირებულებსა და რისკჯგუფებში შემავალ პირებს სადღესასწაულო დღეებში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.

„პირებს, რომლებიც თავს კარგად არ გრძნობენ, არ არიან სრულად ვაქცინირებული ან კორონავირუსი არ გადაუტანიათ, მძიმე ფორმის განვითარებისა და სიკვდილის რისკის ქვეშ არიან, მათ შორის 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებს, უნდა მიეცეთ რეკომენდაცია, რომ გადადონ მოგზაურობა ისეთ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელება მასობრივად ხდება“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში