ჯანმო - გასულ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 524 ადამიანი 

01 დეკემბერი 2021, 10:19 817 ნახვა

მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3.8 მილიონამდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 47 ათასზე მეტი ადამიანი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.

მსოფლიოში გასულ კვირაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 10%-ით შემცირდა. დაინფიცირების შემთხვევები კი თითქმის ანალოგიურია. ჯანმო-ს მონაცემებით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 70% ევროპის რეგიონში გამოვლინდა.

დაინფიცირების ყველაზე მეტი, 464 ათასს 800 ახალი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის გერმანია, მესამე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში