სუს-ის შენობასთან პარტია ''ქართული ოცნების'' ლოგო მიიტანეს, რომელსაც ყურის ფორმა აქვს - აქცია ბათუმში

01 დეკემბერი 2021, 11:16 1436 ნახვა

ბათუმში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ''ევროპული საქართველოს'' წევრები და აქტივისტები აქცია-პერფორმანსს მართავენ. 

მოქალაქეებმა სუს-თან პარტია ''ქართული ოცნების'' ლოგო მიიტანეს, რომელსაც ყურის ფორმა აქვს.  სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად ის შენობის წინ განათავსეს. 

აქციის მონაწილეების თქმით, სუსი ქვეყნის მოსახლეობას უსმენს, ბანერი კი სიმბოლურად ამას გამოსახავს. 

მათივე განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეების დაცვის ნაცვლად, მოსმენებით არის დაკავებული, რომელსაც შემდეგ ოპოზიციურად განწყობილი ადამინების დასაშინებლად  იყენებს. 

''ახალგაზრდული ფრთის წევრებმა, კიდევ ერთხელ, შევახსენეთ ჩვენს მოსახლეობას და საერთაშორისო პარტნიორებს თუ ვინ მართავს ქვეყანას. საქართველოს მართავს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, უსაფრთხოების სამსახურის ხელით. ყური აქვთ მიდებული ყველა ოჯახზე. ამ მოსმენებით და დაშინებით კი ძალაუფლებას ინარჩუნებენ. ''ევროპული საქართველო'' ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს ბინძური ბერკეტი სუს-ს გამოაცალოს'' - განაცხადა აქციის მონაწილემ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში