უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტი კენჭს უყრის

01 დეკემბერი 2021, 11:22 1036 ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატს და პარლამენტს მათი არჩევის რეკომენდაციით მიმართა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ ასარჩევი გენადი მაკარიძის, თამარ ოქროპირიძის, ნინო სანდოძის და თეა ძიმისტარაშვილის კანდიდატურებს კენჭს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს უყრიან.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში