„ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებაზე, ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილება, ხვალ გვეცოდინება - გაბუნია 

01 დეკემბერი 2021, 13:29 939 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით,  ''ბუსტერ დოზებზე'' აქტიურობა მაღალი არ არის და შესაბამისად ბევრი ადამიანი არ არის მესამე დოზით ვაქცინირებული. 

თამარ გაბუნიას თქმით, აცრების ტემპი შედარებით მომატებულია, რაც ფინანსურ წახალისებას და ''მწვანე პასპორტების'' ამოქმედებას უკავშირდება. 

მისივე განმარტებით, დღეს ვაქცინაციის ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ დაამუშავებს „ბუსტერ“ დოზების სქემას და ხვალ უკვე იქნება კონკრეტული რეკომენდაციები, რამდენად მიზანშეწონილად ჩათვლის ჯგუფი „ბუსტერ“ დოზის ვადის შემცირებას.

გაბუნიას თქმით, 18 წლიდან ზემოთ, ყველა პირს, დღესაც შეუძლია „ბუსტერ“ დოზის ჩატარება, თუმცა დადგენილი ვადა 60 წლის ზემოთ პირებისთვის, შესაძლოა, „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში იყოს 3 თვე.

„კარგია, რომ, ბოლო 2 დღის განმავლობაში, განსაკუთრებით მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. გუშინწინ 14 ათასიც კი იყო და გუშინ - 11 ათასზე ოდნავ მეტი. ბუნებრივია, ეს იმედისმომცემია. 60 წლის ზემოთ პირებში ვაქცინაცია გააქტიურებულია. როგორც ჩანს, ძალიან კარგი, დადებითი შედეგი მოჰყვა ფინანსური წახალისების სქემას, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდა. თუ 7 ნოემბერს, 60 წლის ზემოთ ასაკის 156 პირი აიცრა, 8 ნოემბერს, უკვე 1000-ს გაადაჭარბა მაჩვენებელმა. 3-4 000 იცრება ყოველდღე, რაც ძალიან კარგია. „მწვანე საშვი“ და ფინანსური წახალისება - ესაა მაჩვენებლის მატების ორი მიზეზი“, - აცხადებს თამარ გაბუნია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში