გიგი უგულავა 3000 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა

01 დეკემბერი 2021, 15:20 924 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა.

პროცესზე ორი სამართალდამცველი დაიკითხა, რომელთა განცხადებით, უგულავას დაკავებაში მონაწილეობდნენ. სამართალდამცველების განმარტებით, უგულავამ მათ შეურაცხყოფა მიაყენა და გზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. 

როგორც უგულავამ სხდომის შემდეგ აღნიშნა, ხელისუფლება დაკავებითა და დაჯარიმებით სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაშინებას ცდილობს.

"3 ათასი ლარი 48 საათზე რომ გავყოთ, მარნეულის „კაპეზე“ 1500 ლარი გამოვიდა. კარგი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი გამოიყვანეს. ხუმრობა რომ გვერდზე გადავდოთ, ხელისუფლება ცდილობს, დაჯარიმებებით, დაკავებებით, დააშინონ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები"-განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში