აგრარული კომიტეტის გასვლითი სხდომა

01 დეკემბერი 2021, 18:27 1050 ნახვა

ციტრუსისგან პროდუქტის დამზადება და რეალიზაციის ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქედაში,  სოფელ ძენწმანში აგროსერვის ცენტრის“ დირექტორმა. გოჩა ბერიძის ინფორმაციით, უწყების ბიუჯეტი დაახლოებით 4,9 მილიონი ლარია.  სხდომის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა “შპს კერკი”- დაათვალიერეს. ინვესტიციის სრული მოცულობა 700 ათასი დოლარია. ტესტირების ეტაპზე აქ 20 ადამიანია დასაქმებული, ხოლო წარმოების პროცესის დაწყების შემდეგ არანაკლებ 35 ადამიანი დასაქმდება. „კერკი“ ჩირის, ტყლაპის, ცუკატის, თხილეულისა და ჩურჩხელის წარმოებას გეგმავს. პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2021 წლის შემოდგომაზე, ხოლო ექსპორტზე 2022 წლის სექტემბრიდან გავა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში