მწვანე პასპორტების პირველი დღე

01 დეკემბერი 2021, 19:31 1575 ნახვა

დღეიდან კვების ობიექტებში, სპა ცენტრებში, თეატრებში და სხვა ბევრ დაწესებულებაში მხოლოდ ის ადამიანები შედიან, ვინც ორჯერაა აცრილი, ჩატარებული აქვს 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის სწრაფი ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კოვიდი. უთანხმოებას სწორედ ბოლო პუნქტი იწვევს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ კოვიდის გადატანა ორგანიზმს სამუდამო იმუნიტეტით არ აჯილდოებს. ეპიდემიოლოგების ნაწილი გადაწყვეტილებას იწუნებს, მით უფრო, რომ ვირუსი მუდმივ მუტაციას განიცდის და ახალი შტამები ჩნდება.  სპეციალისტების თქმით, რეინფიცირების შემთხვევები მინიმალური კორონავირუსის გადატანიდან ექვსი თვის განმავლობაშია. ახლა ქვეყანაში 1 მილიონზე მეტი ადამიანია სრულად აცრილი. კოვიდ პასპორტებს კი ჰყავს მოწინააღმდეგები, ადამიანთა გარკვეულ ნაწილს საკუთარი არგუმენტებით ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი როდის, ან საერთოდ აიცრას თუ  არა. ბიზნეს სექტორო კი ითხოვს, რომ თავად ობიექტებს მიენიჭოს მწვანე სტატუსი, რომელთა პეროსნალის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში