შტორმმა ქობულეთის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთზე ინფრასტრუქტურა დააზიანა

01 დეკემბერი 2021, 23:51 4952 ნახვა

ქობულეთში, ძლიერმა შტორმმა ახალი ბულვარის სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი ქვიშითა და ქვა-ღორღით დაფარა. რის  შედეგად სასეირნო ბილიკზე ამოყრილია დიდი რაოდენობის ქვიშა.

დაზიანებულია ბულვარის ნაწილი და საყრდენი ჯებირები. ქარმა ასევე დააზიანა ბულვარში მდებარე მსუბუქი ნაგებობები და მწვანე ნარგავებიც.

სანაპიროზე ამ წუთებში შტორმული ვითარება. აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

აჭარის მაუწყებელი დაუკავშირდა შესაბამის სამსახურებს და მათ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში