აქციაზე დაკავებულ თამლიანს პატირობა შეეფარდა, აქტივისტმა შიმშილობა დაიწყო

02 დეკემბერი 2021, 11:09 781 ნახვა

სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ბესიკ თამლიანმა შიმშილობა დაიწყო.  თბილისის საქალაქო სასამართლომ 29 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომაზე დაცვის მხარე თამლიანისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

საქმეზე გამოძიება  პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის მუხლით მიმდინარეობს.

29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, დაცვის ჯიხურზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბესიკ თამლიანი ავიდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, სამართალდამცველები მის ჩამოყვანას ცდილობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში