საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 67 პაციენტი

03 დეკემბერი 2021, 10:51 915 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 397 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 749 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 223 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 526 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.92%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.75% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.39%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 658 შემთხვევა, აჭარა - 189, იმერეთი - 675, ქვემო ქართლი - 247, შიდა ქართლი - 401 გურია - 111, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 302, კახეთი - 252, მცხეთა-მთიანეთი - 102, სამცხე-ჯავახეთი - 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 799 საიდანაც: 6 550 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 583, აჭარაში - 550, იმერეთში - 1 367. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 636 პირი, მათ შორის, თბილისში - 596, აჭარაში - 126, იმერეთში - 511. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 368 პირი, მათგან თბილისში - 199, აჭარაში - 43, იმერეთში - 34. 1 127 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 678 - თბილისში, 256 - აჭარაში. 38 122 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 32, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 2 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 295 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 155 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში