ბათუმელი 25 წლის ორსული კორონავირუსით გარდაიცვალა

03 დეკემბერი 2021, 11:23 3856 ნახვა

ბათუმელი 25 წლის ქალი, რომელიც ორსულად იყო კორონავირუსით გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოგოს კოვიდი 20 ნოემბერს დაუდგინდა. ის თავდაპირველად ბათუმის სამშობიარო სახლში მკურნალობდა. 

კლინიკის დირექტორის განმარტებით, პაციენტი 24 ნოემბერს ბათუმიდან თურქეთში გადაიყვანეს. 

ახალგაზრდა ქალი 32 კვირის ორსული იყო. ნუგზარ პაპავას თქმით, კლინიკაში შესვლის დროს აღენიშნებოდა სპაზმური ხველა, ტემპერატურა, თავის ტკივილი.

ამ ეტაპზე ბათუმის სამშობიარო სახლში 15 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის დირექტორის განცხადებით, არცერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე და კრიტიკული არ არის. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში