ალეკ ბოლდუინი - „ ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს“ 

03 დეკემბერი 2021, 10:01 862 ნახვა

ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ეიბისისთან ექსკლუზიური ინტერვიუში განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს საიდან მოხვდა ნამდვილი ტყვიები გადასაღებ მოედანზე.

ბოლდუინის თქმით, ის არასდროს არავისკენ მიმართავდა იარაღს და ჩახმახისთვის ხელი არ გამოუკრავს. „ჩახმახისთვის ხელი არ გამომიკრავს. არა, არა, არა და არა. იარაღს არასდროს არავისკენ მივმართავდი და ჩახმახს არ გამოვკრავდი. ინსტრუქტაჟის დროს, როცა მე საქმიანობა ამ სფეროში დავიწყე, მასწავლეს, რომ არასოდეს გამოვკრა ჩახმახს ხელი.

მითხრეს, რომ ეს ცეცხლსასროლ იარაღს აზიანებდა და ამას არასოდეს ვაკეთებდი“, - განაცხადა მან. მსახიობმა ინტერვიუს დროს ასევე აღნიშნა, რომ მომხდარი ფაქტის გამო მისი დაკავება ნაკლებად სავარაუდოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში