ბათუმის "დინამო" დღეს ეროვნული ლიგის თასს აღმართავს

03 დეკემბერი 2021, 11:46 1202 ნახვა

საქართველოს ჩემპიონი ბათუმის "დინამო" დღეს ეროვნული ლიგის თასს ჩაიბარებს. "დინამო" ბოლო 36-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე გორის "დილას" უმასპინძლებს.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრა ორივე გუნდისთვის უმოტივაციოა. მატჩის დასრულების შემდეგ კი დაჯილდოების ცერემონია გაიმართება, სადაც გია გეგუჩაძის გაწვრთნილი "დინამო" საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მიიღებს.

შეხვედრა დღეს ბათუმის ახალ სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება. სტადიონის შესასვლელი კარები 2 საათით ადრე 17:00 საათზე გაიღება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში