ფაიზერის აღმასრულებელი დირექტორის განცხადება

03 დეკემბერი 2021, 11:53 2288 ნახვა

ფაიზერის“ ხელმძღვანელის თქმით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოქალაქეებს ყოველწლიურად კიდევ დიდხანს მოუწევთ.

ალბერტ ბურლას თქმით, ეს საჭირო იქნება, რათა მოქალაქეებმა „ვირუსის წინააღმდეგ მტკიცე დაცვა“ შეინარჩუნონ. მისივე განცხადებით, „ფაიზერმა“ უკვე შექმნა ვაქცინები კორონავირუსის „ბეტა“ და „დელტა“ ვარიანტების წინააღმდეგ, მაგრამ მათი საჭიროება დღის წესრიგში არ დადგა. ახლა კომპანია მუშაობს „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც 100 დღეში იქნება მზად.

როგორც ბურლა ამბობს, ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და მათ გარეშე „ჩვენი საზოგადოების ფუნდამენტური სტრუქტურა საფრთხის წინაშე დადგებოდა“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში