ხელვაჩაურის საკრებულოს 7 წევრი სხდომას არ დაესწრო - აქცია პერფორმანსი საკრებულოსთან

03 დეკემბერი 2021, 12:06 1495 ნახვა

ხელვაჩაურში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' 7 წევრი, საკრებულოს პირველი მოწვევის სხდომას არ დაესწრო.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკრებულოს შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს, გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოები და წარწერები მიიტანეს - "თავისუფლება მიშას".

მათივე განმარტებით, ისინი საკრებულოს სხდომებს არ დაესწრებიან, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ. 

"ჩვენ აქ არჩეული დეპუტატები ვართ, რომლებიც ხალხმა ნამდვილად აირჩია. იქ საკრებულოს სხდომაზე არის დეპუტატები "ქართული ოცნებიდან" რომლებმაც თავიანთი მანდატები იყიდეს, ყველა ხერხს მიმართეს წინასაარჩევნო პერიოდში, დაშინებას, მოსყიდვას, შანტაჟს და დღეს უნდათ საკრებულოს სხდომაზე გადაინაწილონ მანდატები. ჩვენ ამ ,,ფარსში'' მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან ჩვენი კოლეგა ნუგზარ ფუტკარაძე მოგვიკლეს, მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, ფულს სთავაზობდნენ, რომ ნეიტრალური პოზიცია დაეჭირა. არ მივიღებთ სხდომაზე მონაწილეობას, იმიტომ, რომ ქვეყნის აღმშენებელი პრეზიდენტი, პუტინის პატიმარია,  სანამ  არ იქნება თავისუფალი მიშა, არ მივიღებთ მონაწილეობას საკრებულოს სხდომებზე" - აცხადებს მალხაზ თავდგირიძე. 

ხელვაჩაურის საკრებულოში გახარიას გუნდს სამი წევრი ჰყავს, აქედან დღევანდელ სხდომას 2 წევრი ესწრება, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ხელვაჩაურის 24 წევრიან საკრებულოში "ქართულ ოცნებას" 14 დეპუტატი ჰყავს, ისინი ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას შეძლებენ.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში