ბათუმის "დინამომ" ეროვნული ლიგის თასი აღმართა

03 დეკემბერი 2021, 21:06 1632 ნახვა

ბათუმის "დინამო" საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა. ბათუმელებმა ბოლო 36-ე ტურში გორის "დილა" მიიღეს და ფრედ 2-2 ეთამაშეს.

მატჩის დასრულების შემდეგ კი გია გეგუჩაძის გუნდს ეროვნული ლიგის თასი გადაეცა. ჩატარებული 36 ტურის შემდეგ "დინამომ" 75 ქულა დააგროვა.

ბათუმის "დინამომ" 98 წლიანი არსებობის ისტორიაში საქართველოს რანგით ყველაზე მაღალი საფეხბურთო გათამაშების ტიტული პირველად მოიპოვა.

საქართველოს ჩემპიონის რანგში ბათუმის "დინამო" ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში