გია გეგუჩაძემ საჩემპიონო მედალი "პირატებს" გადასცა

04 დეკემბერი 2021, 12:13 1715 ნახვა

ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ საკუთარი საჩემპიონო მედალი კლუბის ერთგულ ფანკლუბს "შავი ზღვის პირატებს" გადასცა.

"მინდა ყველას მოგილოცოთ ჩემპიონობა. განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, მეორე ლიგიდან დაწყებული, ორჯერ ვიცე ჩემპიონები გავხდით, წელს კი ჩემპიონობა ვიზეიმეთ. ფანკლუბის გარეშე ჩატარებული შეხვედრა არ მახსენდება. მინდა ჩემი პირადი მედალი პირატებს გადავცე, ალბათ ექნებათ პატარა მუზეუმი და იქ დაიდებს ბინას, ჩემპიონობა თქვენი დამსახურებაა, ყველაფერს აკეთებდით ტრიბუნაზე და ფეხბურთელები მინდორზე, ჩვენ ეს ერთად შევძელით" - განაცხადა გეგუჩაძემ.

გამოცდილმა სპეციალისტმა გია გეგუჩაძემ საქართველოს 3 კლუბს მოაპოვებინა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. ესენი არიან: "ზესტაფონი" ,თბილისის "დინამო" და ბათუმის "დინამო".

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში