ახალი ციტრუსის მიმღები საწარმო

05 დეკემბერი 2021, 12:15 1254 ნახვა

აჭარაში ციტრუსის მიმღებ-დამხარისხებელ-შეფუთვის საწარმო გაიხსნა.  ციტრუსის მიმღები პუნქტი 24  საათის განმავლობაში  40 ტონა ციტრუსოვანთა ნაყოფის მიიღება-დახარისხებას და პარაფინირებას შეძლებს.

საწარმო მიმდინარე წლის ციტრუსის სეზონზე მიიღებს და გადაამუშავებს 500 ტონამდე ციტრუსოვანთა ნაყოფს, რომელიც რუსეთის, სომხეთის, უზბეკეთის და ყაზახეთის ბაზრებზე იქნება ექსპორტირებული.

საწარმოში 60-მდე ადამიანია დასაქმებული.საწარმო ''სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა’’ საგრანტო პროგრამის ფარგლებში 88 000 ლარით დაფინანსდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში