ამოფრქვეულ ვულკანს მსხვერპლი მოჰყვა

05 დეკემბერი 2021, 12:05 1287 ნახვა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე ვულკან სემერუს ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

ადგილობრივი კატასტროფის მართვის ცენტრის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, დაღუპული ადამიანებიდან ჯერჯერობით მხოლოდ ორის იდენტიფიცირება მოხერხდა. ,,დაშავდა 98 ადამიანი, მათ შორის ორი ორსული ქალი, ხოლო  ევაკუირებულია 902 მოქალაქე“, - აღნიშნა წარმომადგენელმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში